ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ამბობს, რომ ზუგდიდის საკრებულოსთან პოლიციის მიერ მოტეხილ თითზე ორი თვით ფიქსატორი, შემდეგ კი ოპერაცია დასჭირდება.
“ორივე თვე ფიქსატორი და მერე ოპერაცია. არაუშავს, ცხრა თითითაც ვიბრძოლებ”, – წერს ის ფეისბუქზე.
ანი წითლიძეს თითი მას შემდეგ დაუზიანეს, რაც ზუგდიდის საკრებულოს წინ პულივიზატორით წარწერის გაკეთებას ცდილობდა, პოლიციამ კი ამის საშუალება არ მისცა.