“პოსტ-შიმშილის პერიოდი 99% გავლილი გვაქვს”

გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ, სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ელენე გიორგაძემ  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შეფასებისას ისაუბრა:

პოსტ- შიმშილის პერიოდი 99% გვაქვს გავლილი, გავიარეთ მშვიდად, ყველანაირი ექსეცესების გარეშე. ამიტომაც მიდიოდა შემოწმება ყოველ დღე ყველაფრის და ამდენი სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ერთად ვმუშაობდით…ყველას ვთხოვე მის იურისტებსაც, მეგობრებსაც ოჯახის წევრებსაც ორი კვირა მაცადეთ, რომ ეს ადამიანი დავაყენო ფეხზე […] – ამბობს ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე.

მისი ინფორმაციით, მნახველების შესვლის პრობლემა მოგვარებულია და აკაკი მინაშვილი დღეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას შეძლებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share