რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” ბუნებრივი აირით მოწამლული 4 ადამიანი შეიყვანეს.
შემთხვევა ანასეულში მოხდა.
სავარაუდოდ ოთხივე ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ შორის ყველაზე უმცროსი 2 წლისაა, უფროსი კი 83 წლის ქალი.
ბავშვი პედიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული, სამი ქალი კი რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს.
მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.