გვარამია: კარგია რომ ივანიშვილი ამ პროცესს უყურებს, როდესაც ის იქნება პატიმარი ამდენი ხალხი არ იქნება მის მხარდასაჭერად

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, როდესაც ივანიშვილი იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი იგივე ღონისძიებები ჩატარტდება, თუმცა ამდენი მხარდამჭერი არ ეყოლება. ამის შესახებ მან საქალაქო სასამართოლსთან განაცხადა.

“გაგიკვირდებათ და გეტყვით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს… ამიტომ ზუსტად იცოდნენ, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება მათზეა. მთავარი დარღვევები მოსალოდნელია სასამრთლო დარბაზში. კარგია, რომ ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი უყურებს, იმიტომ რომ როდესაც ის იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ესეთიევ ღონისძიებები იქნება მიღებული, უბრალოდ ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ იდება”,- ამბობს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 საათზეა ჩანიშული, სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share