საქართველოს პირველი არხი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს პირველი არხი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, განცხადებას ავრცელებს და პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის მზადყოფნას გამოთქვამს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელი ფორმით:

საქართველოს პირველი არხი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის მზადყოფნას გამოთქვამს.

შესაბამისად, პირველმა არხმა მიმართა მოსამართლეს, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ვიდეოკამერასთან ერთად, პირდაპირი ჩართვის აპარატიც, ე.წ. ლაივი შეეტანათ.

პირველ არხს დღევანდელი სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე მოსამართლის თანხმობა ჯერ არ მიუღია – ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება სასამართლომ მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებმა, პროცესზე სხვა ტელევიზიების დაშვების შუამდგომლობა დააყენეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share