“სააკაშვილი დავიხსნათ რუსული ტყვეობიდან” – სასამართლოსთან მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, საქალაქო სასამართლოსთან მივიდა. მაჩალიკაშვილი პანკისიდან მხარდამჭერებთან ერთად ჩამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, ჩვენ ამ ადამიანის ტყვეობიდნა დახსნა უნდა აშევძლოთ, ქართველმა, არაქართველმა, ნებისმიერმა საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა. მე ამისთვის ვარ აქ, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ რუსული ტყვეობიდან. სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, რომ არსებობდეს ნუთუ 4 წლის განმავლობაში, მე ძაღლივით ქუჩაში ვდგევარ ყინვაში, მშიერი, ნუთუ არ გამოჩნდებოდა ერთი ადამიანი მაინც, რომ თქვას სიტყვა, სასამართლო და პროკურატურა ამ ქვეყანაში არ არსებობს ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ჯიბეში ჩასმული”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share