”პროგნოზი შემაშფოთებელია..სიკვდილს ვეთამაშებით” – იმნაძე

”ზამთარს ვხვდებით, რომ მესამედი მოსახლეობაა აცრილი, თუ ძირითადად უახლოეს პერიოდში გადატანილებსაც დავამატებთ, ეს იქნება ჩვენი მოსახლეობის 60%-მდე. ანუ ჩვენი მოსახლეობის თითქმის 40% ამთვისებელია. ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება, აგიზგიზდეს. ვირუსს ციკლურობა ახასიათებს და ალბათ, ისევ დაიწყება მატება. პროგნოზი შემაშფოთებელია. იმედი მაქვს, როცა რეალურად ამუშავდება ეს მწვანე საშვები, თავის როლს შეასრულებს. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მთავარია ჩვენს შეგნებაში გავითავისოთ ის, რომ სიკვდილს ვეთამაშებით, რასაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აკეთებს” –  განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share