“გირჩის” ლიდერი, დეპუტატი, იაგო ხვიჩია. ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას მედიასთან ეხმაურება და ამბობს:
”მე გამახსენდა 2019 წლის ე.წ. გადაგდება, როდესაც, სანამ ჩავარდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები, ქართული ოცნების დეპუტაცია გამომწვევად ექცეოდა სხვა, ოპოზიციურ დეპუტაციას, რომ მათ დაბრალებოდა ცვლილებების ჩაგდება.
ამის გარდა, არსებობს ასეთი ინფორმაცია:
”როდესაც ამ კანონს პირველი მოსმენით ვიღებდით, მაშინ ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ მხარს დაუჭერდნენ ამ ცვლილებას, 2-პროცენტიან ბარიერს, თუ ის ამოქმედდებოდა არა 2024 წლიდან, არამედ დაუყოვნებლივ და მაშინ ისინი ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა წითელი ზღვარი. დღეს “ოცნებამ” ერთი მხრივ პატარა პარტიების მიმართ ისროლა შენიშვნა, მოწყალებას, საჩუქარს გავცემო და მეორე თემა იყო, 2024 წლიდან შევა ძალაშიო და ახლა ისინი ელიან, რომ პატარა პარტიები იტყვიან, რა გვჭირს თქვენი დასასაჩუქრებელიო, ხოლო ნაც. მოძრაობა იტყვის, ჩვენ არ დავუჭერთ ამას მხარს, ხომ ვამბობდითო და ასე ეცდებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდონ. ეს რიტორია მიმართულია იმისკენ, რომ ოპოზიციის ნერვებზე იმოქმედონ, ერთგვარი პროვოკაციის მცდელობაა, რომ მერე ქართულმა ოცნებამ თქვას, ჩვენ რა შუაში ვართ, პოზიციამ ჩააგდო ცვლილებებიო.”- განაცხადა ხვიჩიამ.