“როცა გჯერა რას აკეთებ და იცი, რომ ეს არის შედეგზე ორიენტირებული, დიახაც, დარწმუნებული ვარ, რომ უნდა აკეთო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მცირე ჯგუფს არ მოსწონდეს.
დაგვიძახე და რატო დაგვშალეო? და მაპატიეთ რა, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ? არ წაგიყვანთ შტურმისკენ, ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ, არ ვასროლინებ ჩემი ერთი განცხადებით უამრავ სპეცრაზმელს ტყვიას, რომელიც ჩვენს ბევრ მეგობარს შუბლში მოხვდება. არ ვასროლინებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეჟიმის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს”.
– თქვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი”.