“სასიამოვნო შეხვედრა იყო და იმედიანად ვუყურებ ახლო მომავალს”- ედუარდ სააკაშვილმა მამა მოინახულა

სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა არის ფსიქოლოგიურად ფორმაში და აქვს სურვილი რომ დაესწროს პროცესს და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა ექნება – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ.

მესამე პრეზიდენტის შვილის თქმით, მამასთან პოლიტიკაზე არ უსაუბრია – “სასიამოვნო შეხვედრა იყო და იმედიანად ვუყურებ ახლო მომავალს” – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share