“ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:
“1. დღეს თუ ჩვენ არ ვართ ენერგოდამოუკიდებლები, სწორედ კალაძის და მისი იმ საძმოს დამსახურებაა, ვინც კალაძის მინისტრობის დროს, ამ თემებში ხელს აფათურებდნენ და ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებაზე კი არა, ენერგო გაუბედურებაზე ზრუნავდნენ;
2. მერიაში საქმიანობას რაც ეხება, აქაც მხოლოდ ფულის კეთებითაა დაკავებული, იმიტომაც არის ქალაქი ცაკლეა და ფული ცალკე.
ზოგადად კი, ხელისუფლება გვყავს ისეთი, ვისთვის არც მცნება ოკუპანტი არსებობს და არც სახელმწიფო ინტერესი. მათ მხოლოდ ის ადარდებთ, ვის შეიძლება “მოარგონ” ჩვენი სახელმწიფო რაც შეიძლება სარფიანად, კარგი დივიდენდები რომ მიიღონ. ამიტომ არც იმას გამოვრიცხავ, “ოცნების” ხელისუფლება მომჩივან მხარებთან გარიგებულიც კი იყოს, რადგან სახელმწიფო ასე მაშტაბურად აგებდეს სასამართლოებს კომპანიებთან, მგონი მარტო საქართველოში ხდება. თავმოყვარე სახელმწიფო თავის ინტერესებს როდესაც იცავს, ისეთ ვალებსაც კი არ იხდის რომელიც აღიარებულია. ამის საუკეთესო მაგალითი კი, უკრაინაა,
“ინტერ რაოც” არ შემოსულა საქართველოში თავისით. ეს კალაძის და ვანო ჩხარტიშვილის დამსახურებაა. როგორც ჩანს, სასათბურე პირობებს და ფულის კეთებას დაჰპირდნენ, რადგან სწორედ ჩხარტიშვილი ლობირებდა ადრეც და ახლაც ამ კომპანიის საქართველოს ბაზარზე ყოფნას.
მოკლედ, რადგან კალაძის, ენერგეტიკის მინისტრობის დროინდელი, არა ერთი სკანდალური შემთხვევა გვახსოვს; რადგან ქვეყანას კატასტროფული ზარალი აქვს მიყენებული და სახელმწიფოს ინტერესები და ასეულობით მილიონი, მუდმივად ეწირება კონკრეტული ჯგუფების და ჩხარტიშვილების ინტერესებს, ეს საქმეები აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული, სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღიძრას და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი ვინც სახელმწიფოს ასეთ გაკოტრებაში და ოკუპაციაში ფიგურირებს.”