“თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და ოპოზიციამ ეს იცის ძალიან კარგად. კონსტიტუციაში მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი შეიცვლება და ჩაიწერება, რომ ბარიერი ამოქმედდება 2024 წლიდან, ამ შემთხვევაში კი საერთოდ ეკარგება აზრი თეორიულადაც კი რიგგარეშე არჩევნებს.
ჩვენ კი იმისთვის, რომ თეორიული საბაბიც არ დავუტოვოთ ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ისაუბრონ, მნიშვნელოვანია, რომ საერთოდ არ შეეხოს კონსტიტუციური ჩანაწერი რიგგარეშე არჩევნებს”.
– თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.