საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრაძლულია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.
ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო, აკრძალულია მოძრაობა ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 და კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთებზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, თოვლის, დაბალი ტემპერატურისა და ცუდი ხილვადობის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ66-კმ106 (ბისო-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.