“მიშა აბსოლუტურად მართალია…არგუმენტირებულად ახსნის ყველაფერს”- გიორგი სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ დღავანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სიმართლის დამტიცებას შეძლებს. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში ბიუჯეტის გაფლანგვას ადგილი არ ჰქონია და მესამე პრეზიდენტი ყველაფერზე არგუმენტირებულ პასუხს გასცემს.

“ერთი შემიძლია დანამდვილად ვთქვა, რომ მიშა არის აბსოლუტურად მართალი. დღეს წარსდგება სიტყვით და დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და დაველოდეთ პროცესს… მე, როგოც ძმა, პირველი გულშემატკივარი ვარ. ეს ბიუჯეტის გაფლანგვად ვერ ჩაითვლება. მე დეტალებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ეს საქმე რეალურად დაიდო “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, რომ დააბრალეს, 9 მილიონი გაფლანგულიაო. მიშას მე ვიცნობ ძალიან ახლოს და ვიტყვი, რომ ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. დაველოდოთ მიშას გამოსვლას, დარწმუნებული ვარ არგუმენტირებულად ახსნის ყველაფერს”, – ამბობს გიორგი სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share