”სამეცნიერო პრაქტიკაში უვადო კოვიდ პასპორტის რისკებს ვხედავთ, საბჭოზე გადაიხედება”-ტიკარაძე

”გუშინ შეიკრიბა კოვიდსაბჭო, რომელიც მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროში. ტესტირებასთან მიმართბით ვიმსჯელეთ, თუ რომელი ტესტირება იქნებოდა ახალი შტამის პირობებში მეტად ეფექტიანი. დავრჩებით სწრაფ ტესტებზე თუ მხოლოდ პისიარ ტესტი იქნება მისაღები იმისათვის რომ ადამიანი იქნეს მწვანედ აღიარებული.

ტესტირების ვადებზე იყო საუბარი, რადგან მსოფლიოში უკვე საუბრობენ იმაზე რომ 72 საათიანი ვალიდურობა არ იყოს საკმარისი ახალი შტამის შემთხვევაში და ეს დრო იქნეს დათქმული 48 საათად. ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ დასკვნას, რომელსაც სამშაბათს წარვადგენთ საბჭოზე და მივიღებთ დამატებით ღონისძიებებს. მე არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება რომელიც შეეხება მწვანე პასპოტს. შეიძლევა ვადაც გადაიხედოს, ვინაიდან სამეცნიერო პრაქტიკაზე დაყრდნობით, კოვიდის შემთხვევაში ეს სამეცნიერო პრაქტიკა მოკლე ვადებში გვიწევს რომ დავადგინოთ, რიგ შემთხვევაში ის ცდომილებებს მოიცავს. სამეცნიერო პრაქტიკაში გარკვეულ რისკებს ვხედავთ რომ ეს იყოს უვადო. ჩვენ წარვადგენთ საბჭოზე ამ რისკებს და იმედს ვიტოვებთ საბჭო გაითვალისწინებს. ”

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველი არხის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share