“დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და… ბიძინასი მედგას უღელი“-წულაია

„მღერიან ტიციან ტაბიძის ძალიან ლამაზ ლექსს პერიფრაზირებით – დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და ბიძინასი მედგას უღელი“,- განაცხადა, დღეს, 3 დეკემბერს, გოგი წულაიამ ქუთაისი საკრებულოსთან.

ცნობისთვის: ქუთაისის საკრებულოში,სადაც დღეს, ახალი მოწვევის საკრებულოს  პირველი სხდომაა ჩანიშნული, პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ სათამაშო “ფინია ძაღლი” მიიტანა და აქცია პერფორმანსი გამართა.

“ამით ვეუბნები ადამიანებს, თორემ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში ჰყავთ თოჯინები, მონები ბიძინა ივანიშვილის და მღერიან ტიციან ტაბიძის ძალიან ლამაზ ლექსს პერიფრაზირებით – დავბადებულვარ რომ ვიყო მონა და ბიძინასი მედგა უღელი. აი ამ შეგნებით არიან შესული შიგნით და ყველაფერს აკეთებენ ბიძინას მონობისთვის. მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ასეთი ფინიები ჰყავთ ახლა საკრებულოში, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებენ”, – განაცხადა წულაიამ.

შეგახსენებთ:

საკრებულოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. ქუთაისის საკრებულოს 35-კაციანი შემადგენლობიდან 18 “ქართული ოცნების” წარმომადგენელია, 17 კი – ოპოზიციის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share