ქვეყანაში ყველაფერი უკიდურესად გაძვირდა – ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტზე კატასტროფული ტემპით მატულობს. საგანგაშო სტასტიტიკის და ინფლაციის ანტირეკორდის ფონზე ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ.
2021 წლის ნოემბრის საქსტატის მონაცემებით, ნოემბრის ინფლაციამ 12.5 % შეადგინა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.
სპეცილიასტები ხელისუფლებას არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში ადანაშაულებენ.
ინფლაციური პროცესები გაგრძელდება 2022 წლის პირველი კვარტალში, მეორე კვარტლის ნახევარში, თუმცა, იქნება ოდნავ შემცირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფასები დაიკლებს. პირიქით, როდესაც შედარება მოხდება წინა წელთან, უბრალოდ მასთან მიმართებაში იქნება შემცირებული, მაგრამ ფასები სამწუხაროდ, დაგვრჩება მაღალი. ასევე რეგიონებში უკვე ველოდებით პურზე ფასების ცვლილებას, – ამბობს ექსპერტი.
საქსტატის ინფორმაციით, ფასებმა მოიმატა ისთ პროდუქტებზე, როგორიცაა:
1. კომბოსტო – ფასი გაიზარდა 96,7%-ით;
2. ბადრიჯანი – 74,8%-ით;
3. ქლიავი – 58,4%-ით;
4. კვერცხი – 41,6%-ით;
5. ყურძენი – 41,4%-ით;
6. მზესუმზირის ზეთი – 40,8%-ით;
10. დიზელის საწვავი – 40,4%-ით.