”გაფაციცებით ვუყურებთ “სასამართლოს”, ვაანალიზებთ სააკაშვილის სიტყვებს, პროკურორების საქციელს, “მოსამართლის” გამოხედვას… და გვავიწყდება, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რას და როგორ იტყვის სააკაშვილი ან რამდენად კომიკურად გამოიყურებიან პროკურორები.
განაჩენი უკვე დაწერილია. და ეს ყველამ კარგად იცის. სააკაშვილის ბედი იმ დარბაზში არ წყდება. იქ ოდენ სასამართლო პროცესის იმიტაცია იდგმება, რათა ივანიშვილმა დასავლეთს უთხრას, რომ ეს პოლიტიკური დევნა არაა და რომ ზედმეტად შეძენილი ერთი რედბულიც კი საქართველოსნაირ, ევროპის გასაოცარ, დემოკრატიაში დიახაც სასამართლოში უნდა ირჩეოდეს.
სამწუხაროდ, სააკაშვილის ბედი არც იმ შენობის წინ გამართულ აქციებზე წყდება, სადაც კარგი ადამიანები ნამუსს წმენდენ ივანიშვილის მიერ გაუპატიურებულ და ახალი დროის ყველაზე უსინდისო ადამიანთა საჯიჯგნად მიგდებულ საქართველოს.
მზა პასუხი არც მე მაქვს, მაგრამ რაღაც ფუნდამენტურად რომაა შესაცვლელი, ფაქტია.” – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.