აჭარასა და გურიაში რამდენიმე საათია ათასობით აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მათ შორისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები. ამ დრომდე უცნობია როდის აღდგება ბუნებრივი აირია მიწოდება ორ რეგიონში. როგორც გავარკვიეთ, გაზის ტრანსპორტირებია კომპანიამ ჯერ დაზიანების კერასაც ვერ მიაგნო. ბუნებრივი აირის გათიშვამ, დაკეტილი მაღაზიების პარალელურად ბევრი პრობლემა შექმნა. ეს, განსაკუთრებით თვალშისაცემი ბათუმშია, სადაც მცხოვრები მოსახლეობია დიდი ნაწილი სწორედ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. ამის გამო, დილიდან რიგებია ბუნებრივი აირის გამყიდველ პუნქტებში. დღეს, ბათუმში არსებული სურათი ერთი_ერთი ბნელი და ცივი 90_იანების წლებს ადვილად მოგაგონებთ.