ბელგიის ზოოპარკში დღეს გააკეთეს განცხადება, რომ ორი ბეჰემოთი კორონავირუსის დადასტურების გამო კარანტინში გადაიყვანეს.
ამ დრომდე უცნობია, რა გახდა იმანისა და ჰერმანის ინფიცირების მიზეზი, თუმცა მომვლელებმა მისი ამოცნობა სურდოთი შეძლეს. მათ განაცხადეს, რომ მართალია, ბეჰემოთებს ცხვირი მუდმივად სველი აქვთ, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში გამონადენი შეიმჩნეოდა, რაც ეჭვის მიზეზი გახდა.
ზოოპარკში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. მომვლელებს დაევალათ სპეციალური აღჭურვილობით მუშაობა.