ისტორიის სახელმძღვანელოს მიხედვით 2008 წელს საქართველომ თავის მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა

ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხოტბას ვაწყდებით, მოზარდებს საქართველოს უახლესი ისტორიის, კონკრეტულად კი 2008 წლის აგვისტოს ომის, დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ასწავლიან და აჯერებენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

,,დაუშვა, თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ, ქართულ სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ძალების შეყვანით უპასუხა?” – ეს კითხვა სწორედ ისტორიის სახელმძღვანელოდან არის მოყვანილი.

შეგახსენებთ, აღნიშნული სახელმძღვანელოს შესწორების მოთხოვნით, პარტია ,,დროა”-ს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ხვალიდან, 6 დეკემბრიდან საპროტესტო აქციები დააანონსა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ,,ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები, სწორედ აღნიშნულ ნარატივს ავრცელებენ, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share