გურიასა და აჭარაში გაზის მიწოდება დღეს მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებზე აღდგება, ხვალ მოსახლეობისთვისაც

გურიისა და აჭარის მოსახლეობას გაზის მიწოდება ხვალ, 29 ნოემბერს აღუდგებათ, მანამდე, 28 ნოემბერს 24:00 საათიდან გაზის მიწოდება აღუდგება სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოფოებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

მათი განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობენ.

ქობულეთში დაზიანდა ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენი რის გამოც, აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: