ოზურგეთში ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების გამო, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების გამო, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ლ. ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია “ლუკოილის” ავტოგასამართ სადგურში ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცა ფული – 550 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – წერია უწყების განცხადებაში.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share