“გადატანილი კოვიდინფექცია არ არის მაღალი ალბათობის გარანტია, რომ ისევ არ დაგემართება კოვიდი. ამიტომ, უვადო მწვანე პასპორტის მიცემა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ 5-6 თვის განმავლობაში გრძელდება ეს. – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვვის ყოფილმა მინისტრმა, მე-10 მოწვევის პარლამენტის ვიცესპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„პირდაპირ რომ გაგცეთ პასუხი, ამას არ ვემხრობი. ამას აქვს თავისი დასაბუთება, რომელსაც ნებისმიერი ექიმი და ეპიდემიოლოგი გააკეთებს. არ მინდა, ღრმა მსჯელობაში შევიდე, მაგრამ გეტყვით, რომ არ ვემხრობი. ვირუსს ახასიათებს ცვლილება, რამდენიმე თვეში ერთხელ ბუნებას იცვლის და შეიძლება გადამდები გახდეს. ვაქცინაცია გადადების რისკს ანახევრებს, 30-ჯერ ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკს. აქამდე ახალი შტამების აღმოჩენა იფარებოდა არსებული ვირუსებით, თუმცა ახალი მიმდინარეობის არ ვიცით, იმედია, მასაც დაფარავს.
მოცემულობაა, რომ გადატანილი კოვიდინფექცია არ არის მაღალი ალბათობის გარანტია, რომ ისევ არ დაგემართება კოვიდი. ამიტომ, უვადო მწვანე პასპორტის მიცემა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ 5-6 თვის განმავლობაში გრძელდება ეს. არ ვიცი, არგუმენტების რა ერთობლიობა იყო, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება. არ ვარ საკოორდინაციოს წევრი და არ ვიცი, რა მსჯელობა იყო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, 2021 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოში “მწვანე პასპორტი” ამოქმედდა. ხოლო კორონავირუს გადატანილ ადამიანებს, მწვანე პასპორტის ტარება უვადოდ მიენიჭათ. რასაც სპეციალისტები არ ეთანხმებიან.