“ეს რჩეულთა ხვედრი და უდიდესი დაფასებაა” – “ფიდსი” ნიკო კვარაცხელიაზე ინფორმაციას ავრცელებს

დღეს, სვეტიცხოვლის ეზოში, ნიკო კვარაცხელიას სახელზე ზეთისხილის ხე დაირგო.

ინფორმაციას სოციალური ქსელი “ფიდსი” ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ხე იმდენად სიცოცხლისუნარია, რომ სააუკუნეებს უძლებს და რომ ამ ხის დარგვა ადამიანის სახელზე რჩეულთა ხვედრი და უდიდესი დაფასებაა:

“დღეს, სვეტიცხოვლის ეზოში, ნიკოს სახელზე დაირგო ზეთისხილის ხე.

ეს არის ემბლემატური ხე მართლმადიდებლური მრწამსის მატარებელ ადამიანთათვის. ის იმდენად სიცოცხლისუნარია, რომ სააუკუნეებს უძლებს. ამდენად, საუკუნოდ იქნება ხსენება ჩვენი ნიკოსი…

ეს რჩეულთა ხვედრია და უდიდესი დაფასებაა. აღსანიშნავია თითოეული ადამიანის წვლილი ნიკოს სახელის უკვდავყოფაში. განსაკუთრებით, – იმ ადამიანის, რომელმაც კურთხევა გასცა უშუალოდ.მართალია, – ეს არ გაკეთებულა მადლობისთვის, მაგრამ ნიკო მათ აუცილებლად ეტყოდა მადლობას, რადგან ასეთი იყო მისი ბუნება, ასე აღზარდეს მშობლებმა…საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ნიკო!..” – წერია ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share