ინდოეთის მაცხოვრებელმა 45 წელიწადი მაღლა აწეული ხელით იცხოვრა. ეს კი ღმერთ შივასადმი ერთგულების ნიშნად გააკეთა. არსებული ინფორმაციით, ინდოელი მამაკაცი ხელის ჩამოწევას არც მომავალში აპირებს.
ამარ ბჰარატი 1973 წელს ინდოეთში ბანკში მუშაობდა. მას ჰყავდა ცოლი და სამი შვილი. მოულოდნელად მან ყველაფრის მიტოვება და თავისი ცხოვრების ღმერთ შვიასთვის მიძღვნა გადაწყვიტა.
ერთგულების დასამტკიცებლად მან გადაწყვიტა ხელის მაღლა აწევა. თავიდან ის ძლიერ ტკივილს განიცდიდა. თუმცა, ორი წლის შემდეგ ტკივილი გაქრა. ინდოელი მამაკაცი ხელს საერთოდ ვეღარ გრძნობს, რადგან მისი ატროფირება მოხდა.
„მე ბევრს არასდროს ვითხოვ. რატომ ვეჩხუბებით ერთმანეთს მუდმივად? რატომ არის გარშემო ამდენი სიძულვილი და შური? მინდა ინდოელებმა მშვიდობიანად იცხოვრონ. მე მინდა მთელმა მსოფლიომ მშვიდობაში იცხოვროს“, – ამბობს მამაკაცი.
მაშნაც კი თუ ის ხელის ჩამოწევას გადაწყვეტს, ამას ვერ შეძლებს, რადგან კიდურის ნერვული დაბოლოებები და ძლოვანი სისტემა სრულიად დაზიანებული და ხელის სისხლის მიმოქცევა აღარ არსებობს.
newposts.ge