პოლიტიკური უმეცრების მასტერკლასი კახა კალაძისგან – დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არც დედაქალაქის მერობა, არც მინისტრობა და არც მმართველი პარტიის გენერალური მდივნობა პოლიტიკური განათლებისა და საერთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობების ცოდნით არ მიუღია.
თბილისის მერმა დღეს ჩვეულ სტილში და თან დამამცირებლად მოიხსენია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი და თავისი რეპლიკით დიდი რისკის ქვეშ დააყენა ყველაფერი, რითაც საქართველო შესაძლოა შეერთებულ შტატებს უკავშირდებოდეს, რადგანაც სწორედ ერიკა ოლსონია ის პირი, რომლის სიტყვაც გადამწყვეტია საქართველოსადმი ოფიციალური ვაშინგტონის დამოკიდებულებაში.