“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. კილაძის თქმით, მათ შორის ერთ-ერთია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.
“ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან რატიანის კანდიდატურა განიხილება. ოღონდ არ ვიცი, ეს კანდიდატურა იქნება თუ არა ბოლომდე გატანილი. ეს არის ღარიბაშვილის მხრიდან სიმპათიით განწყობილი და მიღებული კანდიდატურა”, – განაცხადა ელისო კილაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.