იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ ომიკრონი პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს. მისივე თქმით, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2020 წელს იყო, რომ შესაძლებელია, კორონავირუსის მუტაცია საბოლოოდ ისეთივე ვირუსი გამხდარიყო, როგორიც გაციებისაა. ჩხაიძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია და ჯამოს შეფასებას უნდა დაველოდოთ:
“ჯანმო გვაფრთხილებს, რომ ჯერ ნუ ვიჩქარებთ შეფასებას. სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ გვეცოდინება დეტალური შეფასება. ომიკრონი თითოეულ ქვეყანაში რამდენიმე კვირაში ხდება დომინანტური. სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის განმავლობაში ის ერთეული შემთხვევებიდან დომინანტური გახდა დომინანტური. …ვიტოვებთ ოპტიმისტური პროგნოზის იმედს, რომ, შესაძლებელია, ომიკრონი გარკვეულწილად პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს. ეს შესაძლებელია, მაგრამ საბოლოო შეფასებისთვის უნდა დაველოდოთ ჯანმოს დასკვნას” ამბობს ჩხაიძე “იმედის” ეთერში.
სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს, COVID 19-ის ახალი ვარიანტი “ომიკრონი” აღმოაჩინეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს ახალ ვარიანტს “შემაშფოთებელი” უწოდა