ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ბესო ცეცხლაძის მიერ იარაღით მუქარასთან დაკავშირებით “მთავარ არხს” ერთ-ერთი თვითმხილველი დაუკავშირდა.
მან ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა და თქვა, რომ დღეს მის სადარბაზოსთან ბესო ცეცხლაძის მიერ გაგზავნილი პირები იმყოფებოდნენ, რომლებიც დაემუქრნენ, რომ თუ ბათუმის პოლიციიდან სარჩელს არ გამოიტანდა, სადამსჯელო ღონისძიებები მოუწევდა.
“შენ იცი მე ვინ ვარო?! ბესო ვარ ცეცხლაძე, თანამდებობაც მოგვატყუა, ვიცე მერი ვარო, ბიჭო შენ ვინმეში არ შეგეშალო, იარაღი ამოიღო და გადამიტენა. ვიდეოკადრები რომ გავიდა, ვიდეოკადრები რომ გადაიღეს მოქალაქეებმა იარაღი აწია და მარჯვენა მხარეს ჩაიდო.
მოვიდნენ ჩემთან პადიეზდში ბიჭები და მეუბნებოდნენ, რომ შენ ბესო ცეცხლაძის წინააღმდეგ როგორ მიეცი ჩვენებაო. ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს?! თუ თანამდებობის პირია და თუ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეა ქუჩაში როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა ილაპარაკოს მაგის ზრდილობა და კანონი არ იცის მაგან?! – თქვა “მთავარი არხის” რესპოდენტმა.