მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით 11.2 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი სომხეთში (5 097 ტონა), რუსეთში (3 645 ტონა), უკრაინაში (2 263 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) განხორციელდა. მცირე რაოდენობით – 10 ტონა ხურმა და კარალიოკი სხვა ქვეყნებშიც გავიდა.