“ოპოზიციას ერთი რამ უნდა-სააკაშვილის დახსნა მართლმსაჯულებისგ ან”

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ ყველაფერი იკადრა, რათა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით სიტუაცია არეულიყო და როდესაც დარწმუნდნენ, რომ ხალხი არ აღშფოთდა, თქვეს – „დაგნებდით და შევრიგდეთო“.

„ეს მესიჯი არის არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე მოხმარებისთვის – საქართველოში ოპოზიციამ, განსაკუთრებით ისეთმა “დიდსულოვანმა” ხალხმა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან, „ქართული ოცნების“ წევრებს შერიგება შესთავაზეს და ამათ უარი უთხრეს. სინამდვილეში რა ხდება – ღმერთი რომ გაუწყრეთ ერთ შვენიერ დღეს და სიმართლე თქვან – ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, ვიკადრეთ, ყველაფერი გაკადრეთ, რომ ეს ქვეყანა აგვეყირავებინა, მოგრეოდით, ვერ მოგერიეთ და ახლა თეთრი დროშები ავაფრიალეთ. ეს ხომ მარტივი ამბავია, რომ ყველაფერი იკადრეს, რათა სიტუაცია არეულიყო, თავისი ყოფილი პრეზიდენტის და დამნაშავის ქვეყანაში ჩამოსვლით, მაგრამ ამანაც ვერ იმოქმედა.

როდესაც დარწმუნდნენ, რომ რაც ხდება, რომ თითქოს სააკაშვილის პატიმრობა არის უკანონო და პოლიტიკური, ხალხს ვერ აღაშფოთებს, ამბობენ – ჩვენ დაგნებდით და შევრიგდეთ. ვთავაზობთ, ორი კვირა მაინც მოითმინონ, თუ მოხდება ისე, რომ მათი ტელევიზიები და თავად, ტყუილს არ იტყვიან, ელემენტარულად ტყუილს არ იკადრებენ. მათ ტელევიზიები ისე ქვემოთ ჩავიდნენ, ვის რა ფეხსაცმელი აცვია იმას დასდევენ, იქაც იტყუებიან ოღონდ, ფსკერიდანაც იტყუებიან.

როდესაც საუბრობთ იმაზე, ჩემო ძვირფასო ოპონენტებო, რატომ გახვედით შარლ მიშელის დოკუმენტიდანო, შემთხვევით ხომ არ გავიხსენებდით იმას, რომ ასი დღის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა. იმასაც ხომ არ გაიხსენებდით, რომ ამ შეთანხმებიდან გასულები ვიყავით, მაგრამ უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმა გავატარეთ?!“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციას შერიგება კი არა, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მართლმსაჯულებიდან დახსნა სურს. „როდესაც იმ ხალხიდან, რომელიც ტყუილების ნარატივით ცდილობს ამ დღის წესრიგის შექმნას, ვინმე თავის თავზე მაღლა დადგება და იტყვის სიმართლეს, პატიებას სთხოვს, მაგალითად, იმ 10 ათასზე მეტ ადამიანს, რომელთაც ვითომ გაიღვიძეს და სახელმწიფოზე თავისი ქონების ჩუქება მოინდომეს და თუ ისინი აპატიებენ, ჩვენც ვიფიქრებთ, ვაპატიოთ თუ არა და შევურიგდეთ თუ არა. თუ ამას ვერ შეძლებენ და დანაშაულს სამშობლოს სიყვარულს დაარქმევენ, რასაც წინა დღეების განმავლობაში ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტი აკეთებდა, მაშინ ეს ყველაფერი ხალხისთვისაც მარტივი გასაგები იქნება, რომ მხოლოდ პოპულიზმია და არანაირი შერიგება არ უნდათ. მათ უნდათ ერთი რამ – მიხეილ სააკაშვილის დახსნა მართლმსაჯულებიდან“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share