ხვიჩია-ველოდები როდის დაამხობენ “ნაცები” ” ქოცებს” და გამოიხსნიან თავიანთ ლიდერს

“გირჩის”  ლიდერი იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ მან იცის, რომ „მიხეილ სააკაშვილი 6 წელს არ მოიხდის და თავისუფლებაზე ბევრად ადრე აღმოჩნდება”.

„ გზები არ ვიცი, ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ” და „ოცნებამ” უნდა მოიფიქრონ. ჩვენ ამაზე სერიოზულად არცერთი მხარე გვესაუბრება. ჩემი აზრით, ეს თემა არ არის ჩემი სანერვიულო. თვითონ გახადეს ერთი პარტიის სანერვიულო ამბავი. წარმატებებს ვუსურვებ. მე მაინც ველოდები, როდის დაამხობენ „ნაცები” “ქოცებს” და გამოიხსნიან თავიანთ ლიდერს პუტინის ტყვეობიდან. ამის მოლოდინის გარდა, სხვა არაფერს გესაუბრებიან. „21 დეკემბერს შევხვდებით” და ასე შემდეგ. არ გაქვს მეტის მსჯელობის შესაძლებლობა”, – განმარტავს ხვიჩია. ამასთან, დასძენს, რომ მას ამნისტიაზე საუბარი მოსწონს და დიდი ამნისტიის პროექტზე ფიქრობენ.

„ ბოლო 30 წელია სისხლის სამართლის კოდექსი მკაცრდება და ადამიანები იმაზე მეტი წელი გვიზის ციხეში, ვიდრე კომუნისტების დროს”, – აღნიშნავს ხვიჩია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share