იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ომიკრონის შტამის დამახასიათებელ სიმპტომებზე განმარტებებს აკეთებს:
“კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე საათის წინ, მიუთითებს იმაზე, რომ “ფაიზერის” ვაქცინა ეფექტურია 33%-ით ინფიცირების შემთხვევების, ხოლო 70%-ით მძიმე მიმდინარეობის თავიდან აცილების თვალსაზრისით. 3-დღიანი ავადობა ახასიათებს, ძირითადად, ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი – ანუ ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას. ერთი მაჩვენებელი, რომელიც ბავშვებისთვის არის ძალიან საყურადღებო არის ის, რომ “ომიკრონით” ინფიცირების რისკი არის ძალიან მაღალი, გაცილებით ვიდრე ეს იყო დელტა ვარიანტის შემთხვევაში,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.