”პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგების პატივისცემა და სამართლიანი შეფასებები, რაზეც პრეზიდენტმა გააკეთა განსაკუთრებული აქცენტი რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი საფუძველი პოლიტიკური სისტემის და მომავალი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს როგორც საგარეო ისე საშინაო პოლიტიკაში. ”
განაცხადა
ქართული ოცნების წევრმა არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვების შემდეგ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პოლიტიკურ პარტიებს
გააცნო, რას ფიქრობს და როგორ წარმოუდგენია “ეროვნული თანხმობის” პროცესი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: