რეზო ამაშუკელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ომს გამოუცხადებს მას, ვინც წულუკიანს ალმაცერად გახედავს და შეუფერებელი ფრაზა წამოსცდება:
“ვინც გინდა იყოს, ვინც თეა წულუკიანს ალმაცერად გახედავს ან რაიმე შეუფერებელი ფრაზა წამოსცდება, მე მას ომს ვუცხადებ. ვისაც შნო გაქვთ, მეომეთ. ყველას, ვისაც მე ვგულისხმობ ბიოგრაფიები, მათი საქმიანობა და ასე შემდეგ, ხელის გულზე მიდევს.
ასე რომ ფრთხილად იყავით და როგორც ხარფუხში ამბობენ ტოლი ნახეთ და ხანდახან კოჭიც გააგორეთ” – წერს ამაშუკელი.