“ეს პროცესი ვერ გადაფარავს და ვერც ჩაანაცვლებს ვადამდელი არჩევნების თემას” – ბურჯანაძე პრეზიდენტის განცხადებებს ეხმაურება

“ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღებაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა.

როგორც მან საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა, კარგია იქ ფაქტი, რომ პრეზიდენტი მწვავედ აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ხოლო სურვილი, რომ გამოსავალი მოიძებნოს მისასალმებელია.

„რაც შეეხება ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების შეფასებას, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ამიტომ ვარ აქ. კარგია, რომ პრეზიდენტი მწვავედ აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. სურვილი, რომ გამოსავალი მოიძებნოს მისასალმებელია. მე არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ მოხერხდეს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მზაობას ამ მიმართულებით ვერ ვხედავ. ვთქვი, რომ სკეპტიკურად ვარ იმის გამო, რომ ხელისუფლებისგან ვერ ვხედავ მზაობას, მაგრამ ჩემი სკეპტიციზმის მიუხედავად მოვედი, სწორედ იმიტომ, რომ ხაზი გავუსვა გამოსავლის ძებნის აუცილებლობას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას კარგად გვესმოდეს, რომ ეს პროცესი ვერ გადაფარავს და ვერც ჩაანაცვლებს ვადამდელი არჩევნების თემას. პირიქით, მგონია, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება ის საკითხი, რომელმაც შეიძლება გამოიყვანოს ქვეყანა ღრმა კრიზისიდან“,- აღნიშნავს ბურჯანაძე.

ipn

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share