ოპოზიცია “ქართული ოცნების” განცხადებებს, რომ აქციები უპასუხისმგებლობაა და კორონავირუსის გავრცელებას იწვევს, პანდემიის პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოყენებას აფასებს და მიუხედავად, ამირან გამყრელიძის და ეკატერინე ტიკარაძის მოწოდებებისა, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, მეტეხთან შეკრებას და მემორანდუმის გაფორმებას აპირებს.
- ყველა პარტია დაადასტურებს, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობენ, მთავარი მოთხოვნები არის რიგგარეშე არჩევნები, ცესკოს გდაყენება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
- პოლიტიკური პარტიები რომლებმაც გადალახეს ბარიერი, უარს ამბობენ შესვლაზე
- ვინც უკვე გახდნენ, დეპუტატები განაცხადებენ, რომ მანდატზე უარს ამბობენ.
ოპოზიციის ლიდერები, ამბობენ, რომ მთავრობამ კოვიდრეგულაციები თავად დაარღვია, როცა ცესკოსთან მოქალაქეები წყლის ჭავლით დაშალა.
“ამირან გამყრელიძესაც და ეკატერინე ტიკარაძესაც პასუხი უნდა გაეცათ, კოვიდ–რეგულაციებთან რამდენად შესაბამისი იყო წყლის ჭავლის გამოყენება, მომიტინგეების წინააღმდეგ, რომელზეც რატომღაც ბატონმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს თურმე პოლიტიკური საკითხი ყოფილა, ადამიანების ზამთარში სიცივეში წყლის ჭავლით გაყინვა, ესეთ თემებზე ვერ საუბრობენ ექიმები, რომ არ აწყენინონ “ოცნებას” და ხელისუფლებას, მიმაჩნია, რომ რეგულაციები პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე დაწესდა”, – ზაალ უდუმაშვილი
“როდესაც ტიკარაძე გამოდის და ჩვენ რამეზე მოგვიწოდებს, თვითონ ის ზედახორა, რომ ჰქონდა დენდროპარკში მოწყობილი ან წინასაარჩევნო შეხვედრებით ზედახორები ჰქონდა მოწყობილი, არ მახსოვს ქალბატონ ტიკარაძეს სადმე ხმა ამოეღოს ამ რეგულაციების უდიდესი უმრავლესობა ატარებს პოლიტიკურ ხასიათს”, – გიგი უგულავა
“პირველ რიგში, ქალბატონმა ტიკარაძემ და ბატონმა გამყრელიძემ, თავიანთი საქმიანობა შეასრულონ ეფექტურად, რას გააკეთებენ ოპოზიციური პარტიები, არ გადის კანონის ჩარჩოდნ, ამბობენ ოპოზიციაში, სადაც ფიქრობენ, რომ ივანიშვილის ბოლო და მთავარი მოკავშირე კორონავირუსია.
“ყველა შეზღუდვა, რომელსაც ქართული ოცნება დღესაც აწესებს არის არაკონსტიტუციური, პარლამენტის და პრეზიდენტის დეკრეტის გარეშე, ეს ვერანაირ სამართლებრივ ტესტს ვერ უძლებს”, – ამბობს საბა ბუაძე ლელოდან.