ALDE: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი – ამის შესახებ ნათქვამია ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) განცხადებაში, რომელიც პარტიის ყრილობაზე, რომში მიიღეს.

საქართველოს ხელისუფლებას საეჭვო მტკიცებულებებით პატიმრობაში ჰყავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დაპატიმრების შემდეგ, თითქმის 50 დღე შიმშილობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში ყოფნის დროს გაუარესდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა სააკაშვილის საქმეზე დროებითი ზომების მიღება. (განცხადება No54641/21) განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით.

მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლების მიერ ბატონი სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ; საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ყურადღების გამახვილებისაკენ, სამართლიანი მოპყრობისა და ღირსების უფლების უზრუნველსაყოფად.” ნათქვამია ALDE-ს განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share