პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევის გასაღები არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა დასუსტდეს – ტენდენცია კარგია, მთავარია გაგრძელდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
როგორც კობახიძემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების პროცესი არჩევნების შემდეგ აქტიურად დაიწყო.
ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პრობლემა არ არის „ქართული ოცნებისთვის“, თუმცა პრობლემაა ქვეყნისთვის.
„სააკაშვილი ჩვენთვის, როგორც პარტიისთვის საერთოდ არ არის პრობლემა. სააკაშვილი არის პრობლემა ქვეყნისთვის თბილისში ციხეში, უკრაინაში ციხის გარეთ თუ სადღაც ამსტერდამში. ყველგან არის პრობლემა, რადგან ის არის მთავარი დესტრუქციული ძალის ლიდერი. ის აქაც პრობლემაა, იქაც პრობლემაა ქვეყნისთვის, ჩვენთვის არა, მაგრამ რა ვუყოთ ამ პრობლემას, მოცემულობაა“, – განაცხადა კობაძიძემ.