“ვიწყებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება” – ნიკა მელია

ვიწყებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას“- ამის შესახებ რუსთაველის გამზრიზე მიმდინარე აქციაზე ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ისაუბრა.

ამბობს, რომ შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

შიმშილობას ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები კახეთის გზატკეცილზე, ენმ-ის ოფისის მიმდებარედ დაიწყებენ. ისინი ამ ადგილას აქციიდან გადაინაცვლებენ.

“რაც უფრო მასობრივი იქნება , რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას” – ამბობს ნიკა მელია. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share