”მადლობა ბატონ ბიძინას! და ბოდიში… ბოდიში მას…”-ზაზა ბიბილაშვილი

”მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირება ძალიან კარგი და დროული ინიციატივაა, რადგან:
– ბილეთებიდან შესულ ფულს ბატონი ბიძინა ისევ ჩვენზე დახარჯავს.
– საზოგადოებრივი ტრანსპორტი განიტვირთება.
– ხალხი ფეხით ივლის, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
– ფეხით რომ ივლიან, ერთმანეთს უფრო ხშირად შეხვდებიან. მიესალმებიან, გამოელაპარაკებიან, შერიგდებიან. პოლარიზაცია შემცირდება.
– სალომე ზურაბიშვილს დრო გამოუთავისუფლება სხვა საქმეების საკეთებლად. ეს შეიძლება არც ისე კარგია, მაგრამ ჯანდაბას, აღარ წავშლი.
– ფეხით მოსიარულეებს ფეხსაცმელი უფრო სწრაფად გაუცვდებათ და ახლის ყიდვა უფრო ხშირ-ხშირად მოუწევთ. ეკონომიკა ამოიქოქება. დღგ-ის ბრუნვა გაიზრდება.
მოკლედ, პოზიტივს რა დალევს… დამნახავი უნდა ყველაფერს!
აი, ასე არაპომპეზურად, პატარა-პატარა ნაბიჯებითა და მუყაითი შრომით შენდება ქვეყანა
მადლობა ბატონ ბიძინას! და ბოდიში… ბოდიში მას, რომ ამ ვიღაც პუშკინის სკვერს გადავაყოლეთ – რომელიც თურმე მეტროთი ერთი გასეირნების ფასი ყოფილა.”
ზაზა ბიბილაშვილის პოსტი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share