ვახუშტი ბატონიშვილი გურულებზე

“ხოლო კაცნი და ქალნი მგზავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა,
სარწმუნოებითა, რჯულითა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკო-ზისანი, შემოსილნი ეგრეთვე და შვენიერებითაცა, არამედ უმეტეს კეკელანი და რბილნი, ენა ტკბილმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით (მესხთაებრ), არამედ ქართულისავე ენისანი და
არა სხვისა. ბრძოლასა შინა შემმართებელნი და იმერთა თანა
ვერ შემდარენი, უქურდალნი, უავაზაკონი;
ვითარცა ოდიშარნი, სტუმრის მოყვარენი და კეთილად შემწყნარენი, კეთილ-მგალობელ-მწიგნობარნი, მშვიდნი, არამედ მყის გულ-მწყრალნი.”
შეიძლება იყოს ბუნება-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share