დღეს, ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართა, სადაც ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
ოზურგეთელი იური ლომაძე და გიორგი თოხაძე ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს ზურაბ მაჭარაშვილმა და ლევან ქავჟარაძემ.
ბრინჯაოს მედალი კი ალექსი ლოდიამ აიღო.