“არ შეიძლება შეჭირვებულ მოსახლეობას საკვები პროდუქტები ფოტოების გარეშე დაურიგოთ”?

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, ირმა მგელაძე ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებთან უფრო მეტად ადამიანურ დამოკიდებულებას ურჩევს:
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ნუთუ არ შეიძლება ადამიანებს, განსაკუთრებით შეჭირვებულ მოსახლეობას, საკვები პროდუქტები ფოტოების გარეშე დაურიგოთ? გგონიათ სასიამოვნოა საქვეყნოდ რომ გამოაჭენებთ ხოლმე მშიერი ადამიანების ფოტოებს? აბა გადაათვალიერეთ თქვენი “გალერია” და ჩახედეთ თვალებში იმ ბავშვებს და თინეიჯერებს, რომლებსაც სხვათა შორის ბიუჯეტის(ანუ ჩემიც) ფულით ნაყიდი “საჩუქრებით” რამდენად “ბედნიერები” არიან??? ნუთუ აუცილებელია გაჭირვებული ადამიანების გაჭირვების დემონსტრირება? ან ეს “მოწყვლადი” რა უბედურებაა, რა ტერმინია?…”-წერს მგელაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
როგორც ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის მერიის  ფეისბუქ გვერდზე  ვკითხულობთ, საახალწლო ნობათების გაცემა გრძელდება და მას, მრავალშვილიანი, მარტოხელა, სოციალურად  დაუცველი და მოწყვლადი 150-მდე ოჯახი მიიღებს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share