დედამიწისკენ ორი “პოტენციურად საშიში” ასტეროიდი მოფრინავს. გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, პირველი – სახელად 2013 YD48 ბიგ ბენის ზომისაა და დედამიწასთან 11 იანვარს გაივლის, ხოლო მეორე 18 იანვარს.
დედამიწასთან ჩავლის დროს ეს ასტეროიდი ჩვენი პლანეტიდან 0.013 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იქნება, რაც NASA-ს მკვლევარების გამოთვლებით “ყველზე ახლო მანძილად” ითვლება.
The Sun-ი წერს, რომ იანვრის განმავლობაში დედამიწას კიდევ 3 სხვადასხვა ასტეროიდი ჩაუვლის, თუმცა ისინი ბევრად პატარა ზომის არიან.