შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი Twitter-ზე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხმაურება და წერს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლება ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის.
“მესიჯი ნათელია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ყველანაირი კონტროლის გაუქმებით, საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრები დაეჭვდნენ მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში”,-წერს იან კელი.