მარიამ ბოლქვაძემ წააგო და მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიაში ორი მატჩის გამართვა მოასწრო. ჩვენებური ქალაქ ბურნში მიმდინარე ტურნირში მონაწილეობს, მაგრამ უკვე მხოლოდ წყვილთა თანრიგში.

ინდივიდუალურ შეჯიბრში ბოლქვაძემ პირველივე წრეში წააგო ლიხტენშტაინელ კატინკა ფონ დიჩმანთან – 1:6, 4:6.

პირველი სეტი ჩვენებურმა პირწმინდად დათმო, მეორეში კი, მეტოქეს ორჯერ აართვა ჩაწოდება, მაგრამ თავად სამჯერ გაატანა და სეტთან ერთად მატჩიც დათმო.

რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, ბოლქვაძემ რუს ვალერია სავენიუკთან ერთად მასპინძელთა დუეტი, მუკამა-პრატი 6:0; 6:1 დაამარცხა და შემდეგ წრეში გავიდა, სადაც იაპონურ-შვეიცარიულ წყვილს, ნიატო-პერინის გაეჯიბრება.

https://cnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share