5-10 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდს ელოდებიან, თუმცა 8 იანვარს, მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა 5-10 იანვრამდე +8, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოში 4 იანვრიდან 5 იანვრამდე ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი, 5 იანვარს კი იწვიმებს. მოსალოდნელი. 6 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდში კი გამოიდარებს. ტემპერატურა +9, +15 გრადუსი იქნება.
თბილისში ტემპერატურა მოიმატებს. 5-10 იანვრის პერიოდში ჰაერი +9, +14 გრადუსამდე გათბება. უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა 6 იანვარს სინოპტიკოსები თოვლჭყაპს პროგნოზირებენ.
მაღალ მთაში 5 იანვარს მოთოვს. 6 იანვრიდან კი უნალექო ამინდი ნავარაუდევი. 5-10 იანვრის პერიოდში მთაში მინიმალური ტემპერატურა – 2 გრადუსი იქნება, ხოლო მაქსიმალური +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი სამცხე ჯავახეთში, ბაკურიანსა და ახალქალაქში, სადაც ჰაერის ტემპერატურა -10, -12 გრადუსს მიაღწევს, ხოლო გუდაური-კობის მიმართულბით -15, -17 გრადუსამდე ყინვა იქნება.
ჰაერის ტემპერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით ექვსი იანვრიდან მოიმატებს.