ჯერ სულიერი შუქი ჩაგვიქრეს, ოცნება მოგვიკლეს – ხელისუფლებამ მოგვიკლა. არ გაბედოს და ვიღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო. მე ვიბრძვის სიმართლისთვის და არავის მხარე არ მაინტერესებს…
ჩემო ძვირფასებო ლაპარაკი ჯერ არ დამიწყია, ეს მხოლოდ პროლოგია. – ამის შესახებ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელმა, სვეტიცხოვლის საკათრედრო ტაძარში მოღვაწე მამა პეტრემ(პეტრე კოლხი) გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
“არ მაინტერესებს არცერთი პოლიტიკური სპექტრი. არ მინდა ჩემს ქვეყანაში რეალური ადამიანები რეალურად კვდებოდნენ რეალური შიმშილით. ეს არის ხელისუფლების ბრალი. მარტო შვილებს და ჩემს ოჯახს არა, მარტო ჩემს შვილებს და ათასობით ოჯახს ახალი წლის მერე შუქი ჩაუჭრეს იმიტომ, რომ კომუნალური ვერ გადავიხადეთ.
ჯერ სულიერი შუქი ჩაგვიქრეს, ოცნება მოგვიკლეს – ხელისუფლებამ მოგვიკლა. არ გაბედოს და ვუღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო. მე ვიბრძვი სიმართლისთვის და არავის მხარე არ მაინტერესებს…
ჩვენ ქვეყანაში სამღვდელოების 80% კვდება მშიერი. მე ვიცი რომ ამას ყველა ვერ გაახმოვანებს. ყველას არ ჰყავს 100 000- დოლარიანი ჯიპები! ხალხნო, ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ. მე ვიცნობ სასულიერი პირის ოჯახებს, რომლებიც მხოლოდ ჯვრის წერის შემოსავალზე, ნათლობაზე ცხოვრობდნენ, მაგრამ პანდემიამ ბოლო მოუღო ჯვრის წერას. რითი იცხოვროს იმ მღვდლის ოჯახმა ვისაც 12 შვილი ჰყავს?
ბევრი სასულიერო პირი ამას ვერ ამბობს, ბევრი არ იტყვის იმიტომ რომ, აი რისი ეშინიას გამო… მაბარებენ, მამაო ჩემი სახელითაც ისაუბრე, აბსოლუტურად გეთანხმები მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისევ ჩირგვებში დაიმალებიან.
მე არ მაინტერესებს რისი ეშინიათ.
ქრისტიანობა არის ადამიანთა მსახურება. ადამიანთა მსახურებიდან იწყება ღვთის მსახურება. თუ ადამიანებს კარი მიუხურე და მშიერი ადამიანი ვერ დააპურე, რაში მჭირდება მაშინ ან ასეთი მღვდლობა ან ასეთი ღვთისმსახურობა.
რაში მჭირდებ მღვდლობა თუ ჩემი მღვდლობის გამო მე ვერ ვიმუშავე საჯარო სამსახურში და ჩემი ოჯახი ვერ ვარჩინე. მე არავის ვეუბნები ჩემი ოჯახი მირჩინოს. მე იმის პირობები ხომ უნდა მქონდეს ჩემს ქვეყანაში მინიმუმ იმის დონეზე, რომ ჩემი ოჯახი არ იყო გაჭირების მიღმა და კომუნალურების გამო იყინებოდეს ამ ზამთარს. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ 2022 წელს, მშიერ ბავშებზე, გაყინულ ბავშვებზე.
კონკრეტულ სასულიერო იერარქებთან მისაუბრია ამაზე, ეს პრობლემა რომ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ” – განაცხადა მამა პეტრე კოლხმა.